123ru.net
World News
Май
2020
1
2
3 4
5
6 7 8
9
10
11 12
13
14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26 27
28
29 30 31

ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ოფიციალურად დანიშნა

0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.


„გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლიზის ძეს ახალ, საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, მას შეუძლია ახალი იმპულსი შესძინოს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმაროს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხირციელებაში“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებულება დღეს, 7 მაისს გამოსცა, რომლითაც განსაზღვრულია აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე წინასწარ განსაზღვრავს რეფორმების ეროვნული საბჭოს შეხვედრების გამართვის საკითხს და განიხილავს გარკვეულ სფეროებში გასატარებელ რეფორმებს. ამასთან, დაგეგმილი რეფორმებისთვის უზრუნველყოფს კომიტეტისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ის წარმოადგენს კომიტეტს უკრაინის პრეზიდენტის, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, სხვა ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვა დამხმარე ორგანოებთან თანამშრომლობით.


აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე რეფორმების ეროვნული საბჭოს სახელით წარმოადგენს რეფორმების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებებს აღმასრულებელ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ასოციაციებთან და მედიასთან ურთიერთობაში. ის შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული რეფორმების საბჭოს, კომიტეტის საქმიანობის გასაუმჯობესებლად და დადგენილი წესით წარუდგენს მათ უკრაინის პრეზიდენტს. თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფებს განვითარებისათვის, რეფორმების ცალკეული მიმართულებების დეტალურად შესამუშავებლად, მას ევალება უკრაინაში რეფორმების გატარება და მისი ეფექტიანობის მონიტორინგი.


მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, სააკაშვილი რეფორმების საერთაშორისო სათათბირო საბჭოს ხელმძღვანელობდა. 


მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“.


სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა. 


უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

«Дуэль испанских тренеров». Сегодня ФК «Оренбург» в гостях сыграет с ФК «Химки» (Московская область)


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Потапова

Теннисистка Потапова: считаю Квинси Промеса одной из легенд «Спартака»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Черный аист и тушканчик: стало известно, кого можно увидеть в Подмосковье





Путин в России и мире
Москва

Новый 5-летний срок Гайнутдина и обращение к Путину: в Москве прошел мусульманский форум


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск продолжит выступать за расширение взаимоуважительного и конструктивного диалога с Ереваном – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский хочет вступить в НАТО до завершения полномочий Байдена


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Башмет

На Дону проходит музыкальный фестиваль Юрия Башмета



Москва

В Подольске произошел пожар в торговых рядах

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net