Добавить новость
123ru.net
World News
Февраль
2020
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11 12
13
14
15
16
17
18
19
20 21 22
23
24
25 26
27
28 29

ართმევენ თუ არა ხაჭაპურს „ქართველობას“?

0
ხაჭაპურის ამბავი
 UNESCO
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
რას და ვის იცავ საქპატენტი?


ლონდონის პირერიამ „Pizza Pilgrims" ადგილობრივ ყველის რესტორანთან ერთად მოამზადა აჭარული ხაჭაპური და როგორც პიცა, ისე შესთავაზა მომხმარებელს. 4 თებერვალს, ადგილობრივმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ ამ კერძის ავტორებისთვის, ინსპირაცია ალპური „La Fonduta“ გახდა.


ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მათ დაუკავშირდათ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი და სოციალური ქსელით, არაერთი ქართველი, რომლებიც უხსნიდნენ, რომ აჭარული ხაჭაპური პიცა არ არის და რომ ის, ქართულია.






ერთ-ერთ კომენტარს ავტორებმა, „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, ასე უპასუხეს:


„ჰეი! ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ქართული კერძი იყო. ჩვენ რაღაც მსგავსი ნიუ იორკში ვნახეთ „ჩიზბოუთი“ ერქვა და ფონდიუ და პიცა მშვენიერი კომპანაციაა” 


[ "ჩიზბოუთი" ქართველების მიერ ბრუკლინში გახსნილი ბისტროა, სადაც აჭარულ ხაჭაპურს სხვადასხვა ვარიაციებით ამზადებენ ]




„მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომ მათ მიაპყრეს ჩვენი ყურადღება აჭარული ხაჭაპურის მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, ამ შესანიშნავი კერძის დაბადების სამშობლოა.“ - წერია ყველის რესტორნის ფეისბუკ გვერდზე.


აჭარული ხაჭაპურის შემთხვევა არ არის პირველი და ალბათ არც უკანასკნელი, როდესაც ქართული კერძის წარმომავლობას არასწორად ასახელებენ. გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ქოქიაშვილს ვკითხეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ არ გახდეს სადაო ქართული კერძების წარმომავლობა?


„მაგალითად ხაჭაპურის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ორწლიანი კვლევის შედეგები. „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა, ეს იყო ერთადერთი ჩასაჭიდი რაც გვქონდა. როდესაც ჩვენ დოკუმენტის სახით გავუგზავნეთ მათ გადააკეთეს თავიანთი ნაწერი.


არის ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელზეც ჩვენი მეზობელი ოკუპანტი და არაოკუპანტი ქვეყნები ითვისებენ თვითნებურად. საჭიროა კვლეების წარმოება. ამაზე უნდა შეიქმნას თემაზე მომუშავეების ჯგუფი, როგორც ეს ხაჭაპურის შემთხვევაში მოხდა, რომ არგუმენტირებულად შეედავო ამა თუ იმ ქვეყანას, რატომ არის ეს კერძი შენი.


რაც შეეხება ხაჭაპურის კვლევას, მთავარი მიგნება ჩვენთვის იყო ის, რომ გვაქვს ხაჭაპური 30 ზე მეტი სახეობა. ქართველებმა ვიცით მაქსიმუმ 10, დანარჩენი 25 კი საფრთხის წინაშე არიან, რომ გვერდზე ქვეყნებმა მიითვისონ. შემდეგ ეს იზრდება ადამინების შორის კონფლიქტში, რომლებიც ამ საკითხს ვერასდროს მოაგვარებენ. „ - ამბობს ლევან ქოქიაშვილი


UNESCO


ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარება, როგორიც "იუნესკოა", უფრო ამარტივებს მატერიალური, თუ არამატერიალუი კულტურული მემკვიდრეობების ავთენტურობის საკითხს.


დღეს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 3 ქართული ძეგლი:



ქართული პოლიფონია;
ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა;


როგორც ლევან ქოქიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება 2021 წელს გეგმავენ, რომ სწორედ UNESCO- ში წარადგინონ „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“.


საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი, სხვა ძეგლებთან ერთად, შესულია:


ბორანოს მომზადების წესი და ტრადიცია
სვანური სამზარეულო –კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;
კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია
სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
უძველესი ფშაური საკვები პროდუქტის - ,,დამბალხაჭო”-ს (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;
მესხური ყველი “ტენილი“ - ის დამზადების ტექნოლოგია;
ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში


რას და ვის იცავ საქპატენტი?

ქართული პროდუქტების დაცვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა საქპატენტში მათი დარეგისტრირება, თუმცა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტად არ მოიაზრება კერძები, შესაბამისად არც ხაჭაპური, საცივი და სხვა... 


საქპატენტი იცავს და არეგისტრირებს პროდუქტის ადგილწარმოშობის დასახელებებს  (მაგალითად: ყვარელი, ხვანჭკარა, ბოლნისი) და გეოგრაფიულ აღნიშვნებს (მაგალითად:  იმერული ყველი, მაჭახელას თაფლი, მაწონი, ჩურჩხელა) 


საქპატენტს სხვადასხვა ქვეყანაში სახვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს დაცული, ეს დამოკიდებულია ქვეყნებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.


მაგალითად მაწონი რეგისტრირებულია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, თუმცა ვიკიპედიაში მოძებნისას მითითებულია, რომ ის სომხური წარმოშობისაა.


" სომხეთთან ჩვენ ვცდილობთ ურთიერთაღიარების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, თუმცა არის რამდენიმე მათგანი რომელზეც  სომხეთის მხარეს აქვს პრეტენზია,  თუმცა თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე მაგალითად მაწვნის სახელით მოხდება პროდუქციის რეალიზება და მოვა ჩვენამდე ინფორმაცია გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ ევროკავშირს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. თუკი ეს სომხეთში მოხდება გაგვიჭირდება ზომების მიღება. 


ჩურჩხელასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე შემთხვევა ლატვიაში და ევროკავშირისთვის მიმართვის შემდეგ აღკვეთეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება."- ამბობს რადიო თავისუფლებასთან საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე.


 შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კერძებს "ქართველობის წარმთმევებიც" ჰყავს და დამცველებიც. რეალურად კი დასაბუთებული მტკიდებულებების გარეშე არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანის კერძებს საერთაშორისო აღიარება არ მოჰყვება. როგორც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, მომავალში ხინკალმაც სწორედ ისეთივე გზა და კვლევის პროცესი უნდა გაიაროს როგორც "ხაჭაპურის ტრადიციამ საქართველოში".


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net