Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2019

ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს

0
დუმილის უფლებით ისარგებლა წალენჯიხის პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.


პროკურორ დავით პაპავას თქმით, 3 დეკემბერს წალენჯიხაში შელაპარაკების საფუძველზე, ბესიკ ფიფიამ ავტომობილში მყოფი პოლიციელის, მამუკა ქარდავას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ინციდენტამდე, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებული მამუკა ქარდავას მოკვლით ემუქრებოდა. პროკურორის თქმით, ბესიკ ფიფია პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე საათში თავადვე გამოცხადდა.


როგორც დავით პაპავამ განაცხადა, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომაც პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.



თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატი ონისე მებონია. ის ამბობს, რომ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ფიფიას ინტერესების დამცველმა დასძინა, რომ არ არსებობდა მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად, არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგან ბრალდებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე საათში თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში.


ადვოკატი დაკავებულის მიმართ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.



როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბესიკ ფიფია 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით.


წალენჯიხაში 3 დეკემბერს სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net