Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2019

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ზელიმხან ხანგოშვილის საქმის იგნორირებაში.

0
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ბრალს სდებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის იგნორირებაში.


„გუშინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ღიად დასდო ბრალი რუსეთის ფედერაციას, ამა წლის აგვისტოში, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. გუშინვე გერმანიამ ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აპირებს ხანგოშვილის მკვლელობის განხილვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - თქვა დღეს, 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.


მისი განცხადებით, ამ ფონზე სრულიად გამაოგნებელია „საქართველოს მთავრობის დემონსტრაციული იგნორირება ამ ამბისა“.


კანდელაკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ხანგოშვილთან როგორც მის სიცოცხლეში, ისე მკვლელობის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დრამატული ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია: „ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ბატონი ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე, ჩვენს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აგენტურის აღმოსაფხვრელად“.


გიორგი კანდელაკმა გაიხსენა 2015 წელს, თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა: „თვითონ ხანგოშვილმა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა და ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ეს შემთხვევა შეისწავლეს, არაერთხელ თქვეს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულის განზრახ დაფარვასთან პროკურატურის მხრიდან, მათ შორის კამერების ჩანაწერების წაშლასთან“.


გიორგი კანდელაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო სწორედ ამ თავდასხმის გამოუძიებლობის გამო დატოვა.


„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ 2015 წლის თავდასხმა და დანაშაულის შესაძლო დაფარვა აუცილებლად იქნება გამოძიებული "ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასტუმრებსის შემდეგ".


ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციის მიერ მალევე დაკავებულ ეჭვმიტანილს თან ჰქონდა  ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი, რომელიც უცხოეთში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.


3 დეკემბერს გერმანული მედიით გავრცელდა ცნობები, რომ  ხანგოშვილის მკვლელობას არა პოლიცია, არამედ გენერალური პროკურატურა იძიებს, დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის გამო.


4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.  


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net