Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2019

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს დღეს წაუყენებენ

0
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულ რომან მალანიას. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს სხდომაზე მალანიამ დუმილის უფლება გამოიყენა.


რომან მალანია 2 დეკემბერს, ზუგდიდში დააკავეს. იმ დღეს მალანიასთან ერთად იმყოფებოდა ბერი გიგა ქავთარაძე, რომელიც პოლიციას 4 დეკემბერს, ღამით ჩაბარდა. სასულიერო პირმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი აღმოაჩინეს, მას ეკუთვნოდა. ბერს, რომელიც რამდენიმე წელია ათონის მთაზე მსახურობს, ოფიციალურ ბრალდებას დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.


რომან მალანიას ადვოკატმა, ჯიტა გულუამ დღეს, 5 დეკემბერს სასამართლოს სხდომის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 დეკემბერს რომან მალანიას თბილისში წასაღებად ჩანთა სასულიერო პირმა გადასცა. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციაში წუხელ მისულმა ბერმა განაცხადა, რომ მალანიამ არ იცოდა, თუ რა იდო ჩანთაში.


ჯიტა გულუას განმარტებით, მოსამართლემ რომან მალანიასთვის გირაოს შეფარდებისას სწორედ ის გარემოება გაითვალისწინა, რომ არსებობს პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადებული მხარე(სასულიერო პირი), რომელიც ამბობს, რომ მალანიამ ნარკოტიკის შესახებ არაფერი იცოდა.


ადვოკატისთვის უცნობია, უდგებიან, თუ არა ბერს თავდებად სასულიერო პირები. „სასულიერო პირები თავდებში რომ დაუდგნენ ნამდვილად არ გამიკვირდება, მამაოს წარსულიდან გამომდინარე. ის იმდენად დაფასებული, უნიჭიერესი ადამიანია. ბოსტონში ინგლისურად დაამთავრა უნივერსიტეტი და საბერძნეთში ბერძნულად. ნამდვილად არ არის რიგითი საქმე. გარდა ამ განათლებისა, მას აქვს სხვა სულიერი, ძალიან დიდი კეთილი მხარე, რომელსაც ალბათ, ეკლესია დააფასებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯიტა გულუამ.


რაც შეეხება რომან მალანიას საქმეს, პროკურორ მარიამ ქორიძის განმარტებით, ბრალდების მხარე მალანიასთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვდა, რადგან არსებობს მისი მიმალვის და ასევე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, სად, როგორ და რა მიზნით მოხდა ნარკოტიკის შეძენა. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მალანიას მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მარიამ ქორიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორისაა პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები.


პროკურორის განმარტებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მალანიას საპატიმრო გირაო შეუფარდა: „სანამ არ იქნება კონკრეტული თანხა, რომელიც სასამართლომ დაუწესა მას გადასახდელად გარკვეულ ვადაში, ეს პირი რჩება პატიმრობაში“. მარიამ ქორიძის ინფორმაციით, თუ ბრალდებული გირაოს თანხას 30 დღის ვადაში არ გადაიხდის,  პატიმრობაში დარჩება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net