Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები დარღვევებით ჩატარდა

0
არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. განცხადებაში, რომელსაც 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ჩამოთვლილია ისეთი დარღვევები და შეუსაბამოებები, როგორებიცაა 37 საქმის ერთი მოსამართლისთვის მიწერა, ადვოკატებისათვის მიცემული არაგონივრულად მცირე დრო, მტკიცებულებების არარსებობა და სხვა. 


არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო პროცესი  პოლიტიზირებული იყო. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“. 


რაც შეეხება სასჯელების ლოგიკას, არასამთავრობოები ტენდენციაზე დაკვირვებით ასკვნიან, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც ასევე 25 ნოემბრის აქციაშიც აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იყო გამოყენებული. 


"საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არარსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:



გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა  12 დღე.
ბექა ბასილაია - პატიმრობა 13 დღე.
ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა 12 დღე.
ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა 7 დღე.
ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა  4 დღე;
დავით მჟავანაძე - პატიმრობა  4 დღე.
ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა 13 დღე.
დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა 3 დღე.
გიორგი ბუნტური - პატიმრობა 5 დღე.
ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა 5 დღე.
პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.
გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი". 


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას და მათ ლიდერს შეწყვიტოს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.


სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.


18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.


აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net