Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ანა სუბელიანი: დამადეს 7 ნაკერი, მაქვს ღრმა ჭრილობა

0
სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს.  ის მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულმა და ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი სამართლებრივად აგოს. 


“მოვთხოვ პასუხს შსს-ს, რომელმაც მე უდანაშაულო მოქალაქე არ დამიცვა,“ - თქვა ანა სუბელიანმა კლინიკის დატოვებისას და აღნიშნა, რომ ღრმა ჭრილობის გარდა, კვლევებმა დაადასტურა რომ სხვა სერიოზული დაზიანება არ აქვს. 


კლინიკაში გადაყვანამდე დაშავებული სუბელიანი ამბობს, რომ მას თვალთან გამეტებით ნასროლი მძიმე საგანი მოხვდა.


“ჩემი აღქმით ეს იყო მოზრდილი ქვა, თუმცა, ახლახანს მითხრეს, რომ, მგონი, ტელეფონი იყოო – არ ვიცი, რამდენად დაზუსტებულია ეს ინფორმაცია. არ დამინახავს ადამიანი, ვინც მესროლა. უცბად ვიგრძენი დიდი ტკივილი და დიდი ოდენობით სისხლი წამომივიდა" - თქვა ანა სუბელიანმა, რომლის თქმითაც, მას პოლიციის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და აგინებდენ, თუმცა, სამართალდამცველებს ამაზე რეაქცია არ  ჰქონიათ.


კლინიკაში ანა სუბელიანი მოინახულა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც თქვა, რომ ის, რაც კინოთეატრ "ამირანთან" ხდებოდა, ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ანას მიმართ კი სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივი იკვეთება. კლინიკის დატოვების შემდეგ სამართალდამცველებმა დაშავებული ანა სუბელიანი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. 


კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი 8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმ "and then we danced"-ის ჩვენების დაწყებამდე დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. აქტივისტი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს და პოლიცია არაფერს აკეთებდა მათ შესაჩერებლად.


ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება თბილისში ხმაურისა და აქციების ფონზე მიმდინარეობს. რადიკალი დაჯგუფებები სურათს "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად" მიიჩნევენ და ჩვენებების დაწყებამდე ჩვენების ხელის შეშლის არაერთი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. "ქართული მარში", ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, მათი მხარდამჭერები და სასულიერო პირები რამდენიმე დღეა ფილმის წინააღმდეგ გაერთიანების მოწოდებებს ავრცელებდნენ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net