Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

გვყავს უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის საბჭო – დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა წარმოუდგენელია

0

წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, თუ ახლანდელი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, 2020 წელს ახალმა პარლამენტმა მათი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს.

“პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველოს პარლამენტში, არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელსაც შარშან 10-კაციანი სიის ჩაგდებით მივაღწიეთ. იცით, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას უნდოდა ჩინჩალაძე ქურდულად გაეხადა უზენაესი სასამართლოს წევრი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ადეიშვილის და სააკაშვილის მემკვიდრეობა გადმოიფორმა სასამართლოსა და პროკურატურაში ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს აქვთ საკუთარი სახელები და გვარები – ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, ჯეირანაშვილი და ა.შ. რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, ასევე ქონების ჩამორთმევის და ძალიან ცუდი დამოკიდებულების სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადმოიბარა და ამის გასაღება უნდა, როგორც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოსი. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც ჩემი აზრით, არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის მოსამართლეების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

“მოვუწოდებ საზოგადოებას, სერიოზული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს “ქართულმა ოცნებამ”, თუ ის აპირებს ამ ადამიანების უზენაესი სასამართლოს წევრებად გაყვანას. უნდა დავიწყოთ პროცესი და ადამიანებს შევეკითხოთ, რამდენად ემხრობიან ისინი უვადოდ მოსამართლეების არჩევის ინსტიტუტს. ასევე მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ და მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლები აღმოჩნდებიან უზენაეს სასამართლოში, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი 2020 წელს, თუ დღეს არ გვეყოფა ძალა. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სია ჩავარდეს, რადგან ეს არის ბოროტების სია, რეჟიმის სია და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სია, ეს არის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ისევე დამკვიდრდეს ერთმმართველობა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა იმ 9 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net