Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

თვალებში ვუყურებ და ვეუბნები ივანიშვილს, რომ ვერ შეგვაშინებს, ვერ გაგვაჩერებს

0

აი, ახლა თვალებში ვუყურებ და მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, – ასე მიმართა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს და „ოცნებას“ მათი ეშინია.

„ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ეს ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული… ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება – ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ახალგაზრდებასაც მიმართა და როგორც განაცხადა, მათ უნდა რცხვენოდეთ, რომ „ასეთ რეჟიმს ემსახურებიან“.

„მინდა მივმართო „ოცნების“ ე.წ უცხოეთში განათლებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს – გრცხვენოდეთ ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერც ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ და გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც გაგაჩნიათ. არ გაგაჩნიათ მიზანი, არ გაგაჩნიათ გეგმა, არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობაც კი იმიტომ, რომ ასეთ უსამართლობას ეგუებით. გომურის {20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური} არ გამოცხადება დაზარალებულად ეს არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობის, თქვენი დამოკიდებულების სამართალთან”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net