Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ბოკერია გათავხედებულია უკმეხი გამონათქვამებით

0

მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

ვოლსკიმ ბოკერიას განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ ვინც ლევან აკინის ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ეწინააღმდეგება, “ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედებული ხალხია”.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით. არსებობს ჯგუფი, რომელსაც არ მიაჩნია სწორად პროპაგანდა ისეთი ადამიანური ურთიერთობის, რომელიც უპირისპირდება გარკვეულ ტრადიციას, რომლითაც საქართველო დღემდე მოვიდა. არის მეორე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე შეიძლება ფილმიც გადაიღონ, თუნდაც ქართული ცეკვის გამოყენებით. ეს მოცემულობაა. რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ ან სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება. სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ქვეყანაზე ვიფიქროთ ყველამ, ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც. ზოგიერთ პოლიტიკოსს კიდევ შევახსენებ, რომ პოლიტიკის გარდა არსებობს სამშობლო, რომელზეც მეტი უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ “კანონი არ უნდა დაირღვეს, რომელიც ყველასთვის ერთია, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ადამიანი”.

“ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი ემოცია, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ არ დავუშვა დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც სახელმწიფოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები არიან.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net