Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ხაზარაძე: ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვისა და ჩვენი ეშინია

0
ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვისა და ჩვენი... უნდა, რომ შეგვაჩეროს, - განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას. სასამართლოში დაგეგმილია ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა.


„ბიძინა ივანიშვილსა და მის „ოცნებას “ ძალიან ეშინიათ... ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც კისერში ამოუვიდა საქართველოში დღეს შექმნილი მდგომარეობა... ის (ბიძინა ივანიშვილი) ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს...


მე მინდა მას (აი, თვალებში ვუყურებ და....) ვუთხრა - ვერც შეგვაშინებ, ვერაფრით ვერ გაგვაჩერებ... ვერ გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა... მარიხუანას ბიზნესგეგმები და ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმები გაქვთ თავში ჩადებული...


ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი... და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ - ათასობით ადამიანთან ერთად (ვინც ჩვენ გვიერთდება) ამ რეალობას შევცვლით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


მამუკა ხაზარაძის თქმით, ფულის გათეთრების ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ, ამ ლოგიკით, ბრალდებული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც საბანკო სესხით ბოლო 30 წლის განმავლობაში უსარგებლია.   


„თურმე, იურიდიული პირიდან სესხის აღება, 17%-იანი სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა, არის ფულის გათეთრება - საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდა ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება... ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია სესხი, დაუკონვერტირებია ის სხვა ვალუტაში (იმიტომ, რომ შიდა გადარიცხვები ლარით უნდა მოხდეს, ხოლო უცხოეთში გადასარიცხვა შესაბამის ვალუტაში უნდა მოხდეს) - საქართველოში ყველა ეს ადამიანი (რადგან ეს არის ბოლო 30 წლის განმავლობაში კანონმდებლობით დარეგულირებული...) უნდა იყოს ახლა ჩვენთან ერთად. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ასევე მივიდნენ „ლელოს“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. სწორედ ავთანდილ წერეთლის ოჯახის კუთვნილებაა ტელეკომპანია „პირველი“ და, მისი თქმით, პროცესები ამ ტელეკომპანიის დადუმებას ისახავს მიზნად.


ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მასალები, რომლებითაც ის შეძლებს დაადასტუროს საქმეში მონაწილე პირების ბრალეულობა - უკანონო ტრანზაქციის განხორციელება.


ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net