Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

0
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში.


რესპუბლიკელ კონგრესმენებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. მათ ამერიკელ კონგრესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების და სხვა ბარიერების აღმართვის, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვით ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. კონგრესმენებმა დურბინდებით დაათვალიერეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა.


კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თქვა, რომ აშშ არასდროს აღიარებს ოკუპაციას და რუსეთის მიერ ტერიტორიების მითვისებას. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს და ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის საკუთრებას. ეს არის საქართველოს ტერიტორია. არასდროს ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას. ასევე, გვაქვს ინფორმაცია უკანონო ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეებისადმი არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. უკანონობაა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რეალობაა და ჩანს, თუ როგორ უარყოფით როლს თამაშობს რუსეთი. ეს არა მარტო აქ, არამედ უკრაინაშიც ხდება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებას დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის.  ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აქ ყოფნას არასდროს შეეგუება“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზა საუბარი და დისკუსიებია.


ამერიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატების პარტნიორია და ის ნატოს წევრი უნდა გახდეს.


"ჩამოვედი, რადგან უსაფრთხოებისა და მშვიდობის პრობლემით შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები დააკვირდეს და ნახოს რა ხდება. მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმას თუ რა ხდება აქ. მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს, რას აკეთებს რუსეთი და როგორ ხდება ოკუპაცია“, - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.


ამერიკელი კონგრესმენები მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბათუმში გაიმართა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net