ლევან აკინი: მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ
"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება რა ხდება საქართველოში, And Then We Danced-ის პრემიერი დღეს, პარასკევს.
ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ძალები და ეკლესია გეგმავენ, რომ შეაჩერონ ადამიანები კინოთეატრებში შესვლისგან, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა.
აბსურდია რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, ჭირდებათ იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ რომ ფილმის სანახავად მიდიან.
მე ეს ფილმი სიყვარულითა და გულშემატკივრობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი.
თუმცა, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს როგორი საციცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით", - დაწერა ლევან აკინმა.
ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამ დღეს, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
