Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

0
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომელიც ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების ფარგლებს და მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის საფუძვლებსა და პროცედურებს ადგენს.


საქმეზე მოსარჩელე მხარეა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებული მემანქანეების პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, 2018 წლის 1 მაისს 30 დღით, ხოლო 2018 წლის 18 მაისს უვადოდ შეუზღუდა გაფიცვის უფლება.


საქმე ეხებოდა თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა არასამუშაო საათებში გაფიცვის ალტერნატიულ შესაძლებლობაზე.


საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია შრომის კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე ნორმა.


EMC მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო საათებში გამოხატულ პროტესტის ფორმად მოიაზრება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული გაფიცვის უფლების ძირითად არსს. გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მიზანია, შესაძლებლობა მისცეს დასაქმებულს სწორედ სამუშაო საათებში, სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმით აიძულოს დამსაქმებელი, დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები.


კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით გასაჩივრებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსიც, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაფიცვის აკრძალვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით.


გარდა ამისა, EMC კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს, რომლითაც სასამართლოს აქვს უფლებამოსილება გაფიცვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს  ისე, რომ მხარეებს არ შეატყობინოს და არ მისცეს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.


უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციის იმავე დებულებებს ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელზე დაყრდნობითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წელს, კანონის/სამართლის ანალოგიით გამოიყენა არასასარჩელო წარმოების წესი და „ერთობა 2013“-ს გაფიცვის გადადების საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდა.


EMC-ის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაფიცვის უფლებას დაუბრუნდება მისი ლეგიტიმური შინაარსი, რაც გულისხმობს სამუშაო საათებში გაფიცვის გზით დამსაქმებელზე ზემოქმედების შესაძლებლობას და დასაქმებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მათი უფლებების დაცვისთვის ძლიერი ბერკეტის შექმნას. ასევე, გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონის განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე და გაფიცულ დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მათი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში.


სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების შეზღუდვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 2018 წლის 3 ივნისს, კვირა დღეს გაიფიცნენ. გაფიცვა 6 ივნისს შეწყდა თბილისის მერიასთან შეთანხმების შემდეგ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net