ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრის ეპიცენტრი ირანი-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარეობდა. პირველ ძლიერ ბიძგს მოჰყვა რამდენიმე ათეული განმეორებითი ბიძგი, მათ შორის 4,1 და 4,8 მაგნიტუდის.
იუწყებიან, რომ ეპიცენტრში მდებარე ქალაქ თურქმენჩაისა და სოფლებში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ირანის ხელისუფალთა განცხადებით, სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმა ართულებს. ეპიცენტრიდან დაახლოებით 112 კილომეტრში მდებარეობს ირანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი თაბრიზი.
ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი იგრძნობდა.
