Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ლევან აკინი: მუქარები მივიღეთ, სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები

0
ნიუ-იორკში, ლგბტქ ფილმების ფესტივალზე ლევან აკინმა მისი ფილმის ჩვენებამდე საუბრისას "and then we danced"-ის  საქართველოში გადაღებები და ის სირთულეები გაიხსენა, რასაც წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორი აქ წააწყდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფილმის შინაარსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სიცოცხლის საფრთხის შემცველ მუქარებს იღებდნენ, ნაციონალურ ანსამბლში შეხვედრისას კი უთხრეს, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არსებობენ. 


"თავდაპირველად ალტერნატიული ისტორია გვქონდა ფრანგი ტურისტის შესახებ, რომელიც საქართველოში ჩადის და ქართულ კულტურას ეცნობა. ეს ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია იყო ფილმის. გადაღებების დაგეგმვისას გარკვეულ ლოკაციებზე მუნიციპალიტეტის ნებართვა იყო საჭირო. 


როგორღაც ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მუქარებიც მივიღეთ, სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები. პრობლემები შეგვექმნა მაშინაც, როცა  ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ვეძებდით და მათ ვთხოვეთ დახმარება. ასე უფრო მარტივი იქნებოდა. მათთან მივედი შეხვედრაზე შვედეთის საელჩოსთან შეთანხმებით. მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჯეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. მისი სახე შეიცვალა. რატომ ბიჭები, რატომ უყვარდებათ ბიჭებს ერთმანეთი. მან მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ბიჭები არ არიან.


გაკვირვებული ვიყავი, მან მითხრა რომ შეხვედრა დამთავრებულია. სხვათა შორის ის  ამ დროს გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო. ახლა აღარ არის, დაითხოვეს. ვფიქრობ მათ მხარი უნდა დაეჭირათ ფილმისთვის, ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა. მათი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო"- თქვა ლევან აკინმა.  




ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი  ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც. 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net