Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2019

ეროვნული კინოცენტრი მხარს უჭერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებით ჯგუფს

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს. განცხადებაში, რომელიც 8 ნოემბერს გავრცელდა, კინოცენტრი მოუწოდებს სასულიერო თუ საერო პირებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან:


„ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით  „შემოქმედებითი თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“ და თავად კონსტიტუცია არის ადამიანთა თანასწორობის გარანტია:


„ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი... ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება.


8, 9 და 10 ნოემბერს თბილისში გაიმართება შვედურ-ქართულ-ფრანგული კინოპროდუქციის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა. ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ჰომოფობიური ჯგუფები და „ქართული მარში“ ფილმის ჩვენებას დაუშვებლად მიიჩნევენ და მის ჩაშლას აპირებენ. 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net