Добавить новость
123ru.net
World News
Октябрь
2019

ატოცი - ახალი საოკუპაციო ღობე და დათრგუნვილი მოსახლეობა

0
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, მესამე დღეა, პოლიციის მეთვალყურეობით ამუშავებს. საოკუპაციო ძალებმა იქვე ახლოს, მინდვრის შუაგულში, საოკუპაციო ღობის გავლება 19 ოქტომბერს დაიწყეს, ატოცელებმა კი საკუთარი ნაკვეთები ხელახლა აზომეს და ღობესთან მიახლოებას ვერ ბედავენ. ამ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა მიწას ისევ კარგავს, დარჩენილ ნაკვეთებს კი შიშით ამუშავებს, რადგან მათი გატაცების საფრთხე მუდმივად არსებობს. გრიგოლ ბირთველიშვილი კარგად ხედავდა, რუსეთის მესაზღვრეები 11 თვის წინ დასმულ ბოძებს როგორ ღობავდნენ, შეღობვის შემდეგ კი ტრაქტორი მოიყვანეს და ღობის შიგნით ხნულიც გაავლეს. ბირთველიშვილის თქმით,ატოცსა და მის მოსაზღვრე ოსურ სოფელ ოქონას შორის არსებული გზიდან ე.წ. საზღვარი, დაახლოებით, სამასი მეტრითაა გადმოწეული და ატოცელების მიწის ნაკვეთები ღობეებს მიღმა მოექცა. ლაპარაკია, დაახლოებით, 30-40 ჰექტარზე.




 


რამდენიმე წლის წინ, ბორდერიზაციის პირველ ეტაპზე, გიული კარაპეტოვმა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა. ოკუპირებული ოქონის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა სამასი მეტრით შემოიწიეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სწორედ იქ მოხვდა კარაპეტოვის ნაკვეთიც. იგი ამბობს, რომ ე.წ. მესაზღვრეები ხშირად სოფლის განაპირას პატრულირებენ, ატოცელებს ბუჩქებში უსაფრდებიან და აკავებენ.




ატოცელებისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო ასკილია, ასკილის ბუჩქები კი საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა. რამდენიმე წლის წინ ზემფირა პლიევა სწორედ ასკილის კრეფისას დააკავეს. ჯერ ბალთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, მერე კი ცხინვალის იზოლატორში ორი დღე გააჩერეს და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ზემფირა ამბობს, რომ მინდორში გასვლა და იქ მუშაობა სახიფათოა, ამიტომაც პოლიციის მეთვალყურეობით მუშავდება დარჩენილი მიწის ნაკვეთები, ასკილის მოსაკრეფად გასულ ატოცელებს კი საოკუპაციო ღობეებთან უკვე 200 მეტრზე მიახლოებას უკრძალავენ. 




 ატოცელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, ხელისუფლება კი იქ ჯერ არ ჩასულა, მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქტიურობენ და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. ატოცის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტშიც ლაპარაკობდნენ. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დრებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ბორდერიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფოს პასუხი, საგარეო ფაქტორების გარდა, მეტი განათლება და განვითარება იქნება.


 ატოცელები კი, პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. 11 თვეა, ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. გასული წლის ნოემბერში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში საოკუპაციო ძალებმა 140-ზე მეტი ბოძი ჩასვეს, შემდეგ სამუშაოები შეაჩერეს და მხოლოდ პატრულირებით იფარგლებოდნენ, მაგრამ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ისევ გამოჩნდნენ და ამ ძელებზე უკვე ღობეები დაამონტაჟეს. აქტოცის გარდა საოკუპაციო ძალაჩორჩანა-წაღვლი-ყობის მიმართულებითაც გააქტიურებულია. იქ ტყის მასივში ორი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო საგუშაგო თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოაწყვეს და ოკუპირებული წნელისიდან 1300 მეტრით შემოიჭრნენ.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net