Добавить новость
123ru.net
World News
Август
2019

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს – გირჩევდით, იკითხოთ ნაკლები ფილოსოფია და უფრო მეტი ისტორიის წიგნი, რათა თავად აღმოაჩინოთ, როგორ სრულდება დიქტატორების რეჟიმები

0

ბიზნესმენი ფადი ასლი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება.

ბიზნესმენი ღია წერილში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ფადი ასლი მოახლოებულ 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას პანიკურს უწოდებს. „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ბიძინა, გწერთ ამ წერილს, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა და რომელმაც 23 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფინანსები ჩადო ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 2011 და 2012 წლებში მთავრობას სურდა პირადად თქვენთვის ზიანი მოეყენებინათ, მათ სცადეს თქვენი ქონების მითვისება, თქვენი ბიზნესები მიიყვანეს გაკროტებამდე და სწორედ ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსულიყავით, როგორც თავად ამბობდით „ქვეყნის დიქტატურისგან განსათავისუფლებლად“. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მე თქვენს პარტია „ქართულ ოცნებას“ დავუჭირე მხარი, რადგან მეჯერა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით გვეცხოვრა თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში.

თუმცა, სამწუხაროდ, როგორც კი ძალაუფლება მოიპოვეთ, მაშინვე მოწყდით რეალობას. თქვენს გარშემო შემოიკრიბეთ მსახურები, რომლებიც მხოლოდ იმას გეუბნებოდნენ, რაც თქვენთვის იქნებოდა სასიამოვნო მოსასმენი და არა იმას, რაც რეალურად ხდებოდა ქვეყანაში. ამ დროს კი ქვეყანა დიდი სიჩქარით უკან მიდიოდა.

თქვენი მმართველობის დროს, ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის წინააღმდეგ 1.62-დან გახდა 2.92. თქვენი მმართველობის დროს უცხოური პირდაპირი ინვესტიციები გაუტოლდა 2006 წლისას. თქვენი მმართველობის დროს კრიმინალმა იმდენად მოიმატა, რომ დღეს მოქალაქეებს ეშინიათ ღამით ზოგიერთ ქუჩაში გაიარონ. თქვენი მმართველობის დროს კორუფციამ კულმინაციას მიაღწია, რამეთუ ყოველდღე ვკითხულობთ პრესაში ახლად დანიშნული ჩინოვნიკების უკანონო გარიგებების შესახებ. თქვენი მმართველობის დროს მოხელეები ცდილობენ ბიზნესები წაართვან კეთილსინდისიერ მფლობელებს და მსხვილი კომპანიების წილი მიითვისონ. თქვენი მმართველობის დროს სახელმწიფომ შემოიღო ქსენოფობიური და დისკრიმინაციული პოლიტიკა სხვადასხვა ეროვნების მქონე ინვესტორებისა და ტურისტების მიმართ. თქვენი მმართველობის დროს სასამართლოებს წაერთვათ ლეგიტიმაცია კორუფციისა და მთავრობის ზეგავლენის გამო. თქვენი მმართველობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები არიან წნეხის ქვეშ, გაკროტებულები და ზოგიერთი ციხეში ხელოვნურად შექმნილი საქმეებით ჩასმულები.

თქვენი მმართველობის დროს თავისუფალი მედია არის დამუნჯებული, შეშინებული ან უბრალოდ გაკოტრებული.

თქვენი მმართველობის დროს საქართველომ დაკარგა სანდო ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მოკლედ რაც შემიძლია რომ ვთქვა არის, რომ თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა შევარდნაძის დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია. როგორც გავიგე, თქვენ გიყვართ ფილოსოფიური წიგნების კითხვა. მე გირჩევდით, რომ იკითხოთ ნაკლები ფილოსოფია და უფრო მეტი ისტორიის წიგნი, რათა თავად აღმოაჩინოთ, თუ როგორ სრულდება დიქტატორების რეჟიმები.

აღვნიშნავ რამდენიმეს: მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, პოლ პოტი, იდი ამინი, მობუტუ, ჩაუშესკუ, მილოშევიჩი, ჟან-კლოდ დიუვალიე, ფერდინანდ მარკოსი, ჰოსნი მუბარაქი, ფულხენსიო ბატისტა, ანტონიუ დი სალაზარი, ალფრედო სტრესნერი, ბენ ალი.

ამ დიქტატორების უმეტესობა იყო თქვენზე უფრო მდიდარი, თქვენზე უფრო დიდხანს ჰქონდათ ძალაუფლება, ისინი თქვენზე უფრო ძლიერად აკონტროლებდნენ და მართავდნენ ქვეყანას და ამის მიუხედავად, ისინი მაინც გადააყენეს.

ბატონო ბიძინა, თქვენი პანიკა სრულიად გასაგებია ჩემთვის. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების წაგების შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თქვენი წლების განმავლობაში ჩადენილი არაერთი დანაშაულისთვის პასუხი გაგებინონ.

მე უბრალოდ დათვლაც კი არ შემიძლია იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში მოდიოდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში დოკუმენტაციებით იმის დასადასტურებლად, თუ როგორ ძალავდნენ თქვენი წარმომადგენლები მათ ბიზნესებს.

თქვენთვის 2020 წლის არჩევნების მოგება გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხია, და მე მესმის თქვენი. ფაქტებზე დაყრდნობით ვიცი, რომ არ მოგერიდებათ სხვადასხვა არალეგალური გზით არჩევნებში გამარჯვება. იქნება ეს თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ზეწოლა ბიზნესებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური გასწორება ან სრულიადაც ლიკვიდაცია.

ბატონო ბიძინა, შეგიძლიათ ენდოთ გამოცდილ ადამიანს, რომ გზა, რომელსაც თქვენ ადგხართ მხოლოდ თქვენი დამარცხებისკენ მიყავხართ.

ვშიშობ, შესაძლებელია უკვე გვიანიც კი არის თქვენთვის რაციონალური გზების განხილვა, რომ ეს ყოველივე თავიდან აიცილოთ, თუმცა ნამდვილად გირჩევდით, რომ მაინც იფიქროთ ამაზე.

და ამ წერილს დავასრულებ ბიბლიიდან ციტატით, რომელიც ეძღვნებოდა იესო ქრისტეს: „ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათეს სახარება 26, 26:52)“- ნათქვამია ბიზნესმენის ღია წერილში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.net — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net