აქცია მსვლელობით გაგრძელდა - დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისისკენ წავიდნენ
აქციის მონაწილეების მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ მმართველი პარტიის ოფისიდანაც და იქაც დააფიქსირონ ის მთავარი მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ მმართველი ძალისგან:
შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
"გახარია, წადი!", "მშვიდობა! მშვიდობა" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გიორგი გახარიას გადადგომა ხვალ დღის 2 საათამდე მოსთხოვეს.
