"ქართული ოცნების" ოფისთან დემონსტრანტები ხელებაწეულები მივიდნენ
აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისთან ხელებაწეულები მივიდნენ. მათ იქ სამართალდამცველების კორდონი დახვდა.
აქცია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და მონაწილეებმა იქაც დააფიქსირეს მთავარი მოთხოვნები.
მოთხოვნები უცვლელია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგონა, 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
მათ ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის დღის ორ საათამდე მისცეს. დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქცია პარლამენტის წინ ისევ გაგრძელდება.
