ბერა, გამოდი - აქციის მონაწილეები ბერას პოსტს პასუხობენ
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი წაიკითხა.
„ორი საათი სჭირდება ხოლმე ბერას პოსტიდან მამამისის რეაქციებს, იქნებ დღესაც მოესწროს. რაღა ამას არ დაუჯერებს, ყველაფერს უჯერებს. როგორც ჩანს, ბერა გვიერთდება", - განაცხადა მაქარაშვილმა.
ბერამ აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვამ, რომ იზიარებს პროტესტის იმ მუხტს, რამაც ისინი რუსთაველის გამზირზე შეკრიბა.
