უკრაინელი სამხედროები კვირას მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ მარშში
მისი სიტყვებით, სამხედრო მოსამსახურეების კოლონაში სულ მცირე 15 ადამიანი იქნება, იტყობინება უკრაინის „ადამიანის უფლებების საინფორმაციო ცენტრი“. პილიპენკოს იმედი აქვს, რომ მის მოწოდებას მეტი მონაწილე გამოეხმაურება.
„მარში ტარდება ჩვენი და თქვენი უფლებებისთვის - ამ ქვეყნისთვის, სადაც მოქმედებს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც სამართალდამცავი ორგანოები იცავენ კანონს, სადაც თანასწორობა და თანასწორი შესაძლებლობებია ყველასთვის“ - წერს პილიპენკო.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სიტყვებით, ლგბტ სამხედროების ცალკე კოლონის შექმნის იდეა მას გაუჩნდა საჯარო ქამინგ აუთის დროს, რომელიც შარშან ჩაატარა.
16 ივნისიდან მოყოლებული კიევში ტარდება თანასწორობისა და ინკლუზიურობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია ორგანიზაცია „კიევპრაიდის“ ეგიდით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს არანაკლებ 10 ათასი ადამიანისა. ღონისძიებებზე დაპატიჟებულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ლგბტ მარშის პარალელურად ქალაქის ცენტრში გაიმართება მის მოწინააღმდეგეთა აქცია.
2018 წელს კიევში მეხუთედ გაიმართა გეი-აღლუმი. სხვადასხვა შეფასებებით, მასში ორიდან ხუთ ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
