ქალი პირველად უხელმძღვანელებს უზბეკეთის სენატს
ნორბოევას უფრო ადრე მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა და სათავეში ედგა ქალთა სამთავრობო კომიტეტს.
უზბეკეთის სენატის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც წინა სპიკერმა 20 ივნისს ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა.
ყოფილი გენერალური პროკურორი ოტაბეკ მუროდოვი უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თანამდებობიდან გადააყენა ქრთამის აღების ბრალდებით.
