არ მივცემთ საშუალებას, პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს საფრთხე შეუქმნან სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას
ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კახა კალაძე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გამო მიიღო გუნდმა და ამ შემთხვევაში ოპოზიციის ულტიმატუმის გათვალისწინება არ მომხდარა.
კალაძემ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში კვლავ ოპოზიცია დაადანაშაულა.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას, პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას,“ – განაცხადა კალაძემ.
კობახიძის თქმით, პოლიციამ აქციის დაშლის დროს ლეგიტიმური ძალა გამოიყენა.
„ძალიან სამწუხაროა, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირებული დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე,“ – განაცხადა კობახიძემ.
