Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2019

30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა

0
30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს 20 ივნისის საღამოდან 21 ივნისის დილის ჩათვლით თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების გამო და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: 


"სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.


სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება, რამაც უკიდურესად გაამძაფრა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი".


განცხადების ხელმომწერები მიუთითებენ პოლიტიკური ლიდერების წამაქეზებელ როლზეც, თუმცა თვლიან, რომ სამართალდამცავების მოქმედება კანონის ფარგლებას გასცდა:


"აქციის მიმდინარეობისას, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაკავების რიტორიკამ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტში ძალით შესვლის მცდელობამ და პოლიციასთან ძალისმიერმა დაპირისპირებამ სამართალდამცავებს მანიფესტაციის უფლებაში მართლზომიერი ჩარევის საფუძველი გაუჩინა. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყების და მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს".


არასამთავრობოები მიმართავენ პოლიტიკურ ოპოზიციას "გაიაზროს, მისი როლი და პასუხისმგებლობა პროცესების შესაძლო განვითარებაში, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისგან და არ დაუშვან ვითარების შემდგომი ესკალაცია".


არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისმა ორგანოებმა სათანადოდ არ გააფრთხილეს აქციის მონაწილეები აქციის გაგრძელების შემთხვევაში ძალის გამოყენების შესახებ და პრობლემურად აფასებენ სპეციალური საშუალებების გამოყენებასაც:


"არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა სახის და თავის არეში დამიზნებით, მცირე დისტანციიდან, რაც ტოვებდა განცდას, რომ მსგავსი ქმედების მიზანი დემონსტრატების დასახიჩრება და არა აქციის დაშლა იყო".


ერთობლივ განცხადებაში ცალკეა გამოყოფილი ჟურნალისტების მიმართ მოპყრობის საკითხი:


"როგორც ცნობილია, დაზარალებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ასევე საუბრობს ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში მისი დაკავებისა და ძალის გამოყენების შესახებ. არსებითია, რომ ჟურნალისტებთან მიმართებით პოლიციის ქმედებები დროული და დეტალური შესწავლის საგანი გახდეს".


მორიგი საკითხია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობის ფაქტები. არასამთავრობოები არ გამორიცხავენ უსაფუძვლო დაკავების შემთხვევებსაც:


"საგანგაშოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ნაწილის მიმართ დაკავებამდე და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. როგორც ცნობილია, დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მიეცეთ დაცვის უფლების და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ინდივივიდუალურობის პრინციპის მკაცრი დაცვით მათი საქმეების განხილვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დაკავებულთა შესაძლო დაზიანებების შემთხვევებზე".


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიანად წარმართვის აუცილებლობა.


განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარის გარდა თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. მოთხოვნათა შორისაა: 


"უახლოეს საათებში ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დაიწყოს რეალური დიალოგი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. მათ შორის, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა".


რაც შეეხება 21 ივნისის საღამოსთვის დაანონსებულ აქციას:


"მოვუწოდებთ პოლიციას, დღეს დაანონსებულ აქციაზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არაპროპორციული გამოყენება".


არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, "უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება".





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net