Добавить новость
123ru.net
World News
Май
2019

მესაქონლეების მხარდამჭერი ხუთწლიანი პროექტი დაიწყო

0

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

პროექტის პარტნიორები არიან: აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, Land O’Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ტექნიკური დირექტორი, ლაშა ავალიანი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ პროექტის მიზანია მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის წარმოებაში ჩართული საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების გაძლიერება. ის ყვება პროექტის სპეციფიკაზე:

„დონორის სურვილით, ძირითადი ფოკუსი იქნება უკვე არსებულ პირველად წარმოებაზე ან გადამუშავებაზე და მისი ხელშეწყობა მოხდება. ანუ, ისეთი საწარმოები, ისეთი ფერმები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება ცხოველების შენახვის ან ცხოველური წარმოების პროდუქტის გადამუშავების და სჭირდებათ ტექნიკური დახმარება, ცოდნის გაძლიერება, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, პროდუქციის ზრდა და რეალიზაციაში ხელშეწყობა“.

ლაშა ავალიანის თქმით, შესამჩნევია საშუალო საწარმოების ზრდის ტენდენცია და იმედი აქვს, რომ ისინი დაინტერესდებიან

„პროექტი არ არის გამიზნული თანხობრივ დახმარებაზე. თანხა არ არის იმ ოდენობის, რომ შევძლოთ ფერმებისა და საწარმოების აშენება. ეს იქნება დახმარება ცოდნით, რაშიც გვეხმარება მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანია Land O’Lakes-ი და ჩვენი ადგილობრივი პარტნიორი - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს საქართველოში მესაქონლეობის გამოწვევებზე და მიზეზებზე, რატომ არის, მაგალითად, საქართველოში პირველადი რძე უფრო ძვირი, ვიდრე ეს ევროკავშირის ბაზარზეა:

„პროექტიც იმაზეა ორიენტირებული, რომ პირველადი დანახარჯების, ანუ წარმოების დანახარჯები შემცირდეს, საქონელი უფრო პროდუქტიული იყოს, აგრეთვე შეიცვალოს ფერმის პრაქტიკა და უფრო პროდუქტიულ პრაქტიკაზე გადავიდნენ მესაქონლეები“.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net