Добавить новость
123ru.net
World News
Май
2019

„ბავშვური და უზრდელური საქციელი“ - მწერლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

0
მწერლების ნაწილი უნდობლობას უცხადებს განათლების მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს. მათი პროტესტის მიზეზი არშემდგარი შეხვედრა გახდა. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები 31 მაისს გიორგაძეს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, სამინისტროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ შეხვედრა ჩაიშალა.


„არ მახსოვს ბოლოს ასე რისი შემრცხვა“, - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა. ისაცხადებს, რომგამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა განათლების მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილესთან მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა ჩამოსვლამდე შეათანხმეს. შეხვედრის მიზანი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.


რამდენიმე დღით ადრე მათ აცნობეს, რომ ვინაიდან იმავე დღეს საქართველოში ჩამოდიოდა სომხეთის განათლების მინისტრი, მათ მხოლოდ გიორგაძე დახვდებოდათ. უკვე სამინისტროში მისულებმა კი გაარკვიეს,რომ გიორგაძეც სომხეთის განათლების მინისტრთანმიდიოდა შეხვედრაზე. სტუმრები მან სხვა მოადგილესთან ლევან ხარატიშვილთან გადაამისამართა. მასთან შეხვედრა კი უკვე დელეგაციამ არ ისურვა.


„საერთოდ ეს ადამიანები, განსაკუთრებით მიხეილ გიორგაძე, შემჩნეულები არიან კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ინდიფერენტულობაში. ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდება, როცა რამე კულტურული ძეგლია ასაფეთქებელი... ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. იმ ანეკდოტისა არ იყოს, ჩვენი ხელიდან მკვდარია და დანარჩენი თქვენ იცით“, - ამბობს მწერალი პაატა შამუგია.




„განათლების, კულტურის სამინისტრო დღეს მოიქცა სრულიად უკულტუროდ... დღევანდელი ინციდენტი, შეიძლება ითქვას, იყო კულმინაცია იმ პროცესისა, რომელიც გრძელდება მთელი ეს პერიოდი. მინისტრის მოადგილის ქცევა გამოხატავს იმ საერთო ფობიას მწერლების მიმართ, რომელიც მათ აქვთ. მათ უბრალოდ ეშინიათ ქართველი მწერლების და გამომცემლების, გაგვირბიან, გვემალებიან... მას შემდეგ, რაც ვითომდა კეთილი მიზნებით, გააერთიანეს „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“ დაჩვენ გვინდა დავსვათ შეკითხვები, გვემალებიან. კარგი, ჩვენ კიდევ ავიტანთ, სად გაგვექცევიან, მაგრამ როცა სერიოზული, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსული და ასეთი ბავშვური, უზრდელური საქციელის მომსწრენი გავხდით...“ - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.


თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილელევან ხარატიშვილი აცხადებს, რომ: „ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.


სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია!“.


ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net