ახლა ირკვევა „როკეტმენის“ რომელ ვერსიას უჩვენებენ საქართველოს კინოთეატრებში
როგორც მაია სიხარულიძე ამბობს, ფილმი სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად გახმოვანებული გავა საქართველოს კინოთეატრებში. ახლა ირკვევა, რუსულად დუბლირებული ფილმის რომელ ვარიანტს ნახავს ქართველი მაყურებელი.
ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმი „როკეტმენი“ რუსეთში ცენზურამ დაჩეხა. ცენზურა შეეხო როგორც რუსულ ენაზე დუბლირებას, ასევე სუბტიტრებს. ფილმიდან ამოჭრილია სექსუალური შინაარსის სცენები, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ. ფილმში შეკვეცილია ის კადრებიც, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაა ნაჩვენები. ფილმიდან ამოჭრეს ბოლო ტიტრიც. ორიგინალში ელტონ ჯონი ამბობს, რომ თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა და საყვარელ მამაკაცთან ერთად შვილს ზრდის. დედა კი ელტონ ჯონს ეუბნებოდა, რომ "ის მარტოობისთვისაა განწირული“. ფილმის რუსულ ვერსიაში ამის ნაცვლად წერია, რომ მუსიკოსმა შიდსთან ბრძოლის ფონდი დააარსა და დღემდე აგრძელებს ფონდთან თანამშრომლობას.
ფილმს ხვალიდან უჩვენებენ საქართველოს კინოდარბაზებში.
„როკეტმენი“ არ არის პირველი ფილმი, რომელსაც რუსეთში ცენზორის ხელი შეეხო. გასულ წელს რუსმა ჩინოვნიკებმა ლიცენზია არ მისცეს ფრანგულ-ბრიტანულ კომედიას „სტალინის სიკვდილს“. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე ორი დღით ადრე რუსეთის კულტურის სამინისტრომ, ფილმი საბჭოთა ისტორიის შეურაცხყოფად შერაცხა.
კინოგაქირავებაში გადაფარული ხმით გავიდა ანდრეი ზვიაგინცევის „უსიყვარულო“. ფილმის პერსონაჟების არანორმატიული ლექსიკა, ჩახშობილი იყო.
