Добавить новость
123ru.net
World News
Май
2019

ვფიქრობ, ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ

0

ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ,“ – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად მთავრობა არის დაინტერესებული აღნიშნული პროექტის ჩავარდნით.

„ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, რეალურად და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი თუ არ დადგა თქვენს მთავრობის შემადგენლობაში, მიმაჩნია, რომ მაშინ თქვენი ხელდასმით, უშუალოდ, თავად მონაწილეობთ სწორედ ამ მცდელობაში,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, საკმაოდ დამაზიანებელი იყო იმის გარკვევა, რომ ხელისუფლებამ მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა.

„ვფიქრობ, რომ ბავშვისთვისაც გასაგებია, მაშინ, როდესაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც უნდა დააფინანსონ ეს პროექტი, მთავარი საკითხი არის იქნება თუ არა ეკონომიკურად სიცოცხლის უნარიანი ეს პორტი და შესაბამისად, დაიტვირთება და ღირს თუ არა ამაში ფულის დაბანდება, ხელისუფლების მცდელობა, რომ დაიწყოს საუბარი და ფაქტობრივად, მომზადება საფუძვლის მეორე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ქვეყანაში, ეს პირდაპირ ქმნის შეიძლება ითქვას დაუძლევენ ბარიერს ინვესტორებისთვის, რომ დააფინანსონ ანაკლიის პორტი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა პრემიერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღევანდელ გამოსვლაში მამუკა ბახტაძემ ვერ გაფანტა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ “თიბისი ბანკის” მიმართ ორკესტრირებული შეტევა არ განხორციელებულა.

„ვერანაირად ვერ გააქარწყლეთ ის ეჭვი, რომ რეალურად თიბისის საქმეს რაც შეეხება, საქმე გვქონდა ორკესტრირებულ თავდასხმასთან სახელმწიფოსი კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში და ამაში მონაწილეობდა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი და სხვადასხვა გზებით. იმიტომ, რომ ვფიქრობ, მხოლოდ მამუკა ხაზარაძის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან ბანკში არ იყო ამ საქმის შემადგენელი ნაწილი. ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწორედ ამ ორკესტრირებული თავდასხმის,”- განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა “ლიბერთი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. სამადაშვილი დაინტერესდა, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი  “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, რადგან ირაკლი რუხაძე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის 2018 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნო.

„მაინტერესებს, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს, პირველ რიგში იმ ძალიან უხეშ დარღვევებზე, რომელიც ხდება ახლა და მე ვგულისხმობ ლიბერთი ბანკს და “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი რუხაძეს, რომლის წინააღმდეგაც ნოემბერში, ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულმა პალატამ გამოიტანა განაჩენი შესაბამისი, რომლითაც აღიარა არასაიმედო პარტნიორად, დაადანაშაულა ის ორკესტრირებულ თაღლითობაში, ფაქტობრივად და არასაიმედო ფინანსურ განმკარგველად ჩათვალა. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ასეთი ადამიანი დღემდე უნდა რჩებოდეს ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ჩვენ მივმართეთ შესაბამისი შეკითხვით ეროვნულ ბანკს და გვაინტერესებს ასეთივე გულმოდგინედ კანონის აღმსრულებელი აღმოჩნდება თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში, როგორც თიბისი ბანკის შემთხვევაში,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და გამოსავალ გზებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაახმოვანა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ვითარების გართულების თავიდან აცილების მიზნით, დროებითი გამშვები პუნქტები შეიქმნას.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net