“ამ ხეპრული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფისათვის კი მოძებნეს დრო” – ვოლსკი ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ოპონენტებს პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ არაერთი ისეთი ქმედება ჩაიდინა, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედიოდა. ვიცე-სპიკერი ოპონენტების განცხადებებს “ხეპრულს” უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას ჩიხური ვითარებისკენ უბიძგოს.
“ამ ხეპრული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფისათვის კი მოძებნეს დრო. ზოგადად რუსეთის თემაზე იყო აქ სერიოზული სპეკულაციები და შეგახსენებთ რისი გადაფარვის მცდელობაა, დაუშვეს დანაშაულებრივი შეცდომები, სწორედ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალეს საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები.
ჩაშალეს ჩვენი ინტერესების უპირველესი გათვალისწინებით საკითხის დიდი რვიანის შეხვედრაზე განხილვა, სწორედ რუსთის წარმომადგენლებთან გარიგების საფუძველზე განაცხადეს,რომ მოსკოვს ცხინვალი არ აინტერესებს სხვა ახსნა ამ,ას არ აქვს.
ომის თვალსაჩინო წინაპირობებს და არც ომის შემდეგ არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს. 2008 წლის შემდეგ 156 ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული მათ შორის 40 მძიმე დანაშაული, მათ შორის სიკვდილი – ვერ უზრუნველყვეს ვერანაირი რეაგირება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ პოპულისტური შეძახილები კვლავ ჩიხური მდგომარეობისკენ გვიბიძგებენ,“- აცხადებს გია ვოლსკი.
