ოფიციალური სტატისტიკით აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5,1% იყო
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის სფეროებში. კლება იყო მშენებლობის დარგში.
