Добавить новость
123ru.net
World News
Май
2019

"თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით WISG-ი განცხადებას ავრცელებს

0
"თბილისი პრაიდის" ღონისძიებებთან დაკავშირებით, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს ერთი მხრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს, მეორე მხრივ კი ლგბტ თემის წარმომადგენლებს.


განცხადება გამოხატავს WISG-ის პოზიციას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით. განცხადება არ მოუწოდებს მოქალაქეებს დაანონსებულ მარშში მონაწილეობისა ან მისგან გამიჯვნისკენ, - ნათქვამია განცახდებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა მიაწოდა.


„საქართველოში ლგბტ მოძრაობის ხანმოკლე, მაგრამ უნიკალური ისტორია ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ სპეკულირებენ ლგბტ საკითხებით პოლიტიკურად დაინტერესებული, რელიგიური, ულტრა-ნაციონალიტური და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, თუ მედია. როგორ ხდება ჰომოფობიის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად და რა პოლიტიკური სარჩული უდევს ორგანიზებულ ანტი-გეი გამოსვლებს საქართველოში, რომელსაც უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე თავად აქტივისტების მცდელობას მშვიდობიანად აღნიშნონ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე - აიდაჰო


საზოგადოებრივ განწყობებში ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც მიზანმიმართულადაა გაღვივებული ზემოხსენებული ჯგუფების მრავალწლიანი „მუშაობის“ შედეგად, არცერთ ხელისუფლებაში არ გამხდარა შეშფოთების საგანი და იმის მიზეზი, რომ სახელმწიფომ ჰომოფობია აღიაროს, როგორც სისტემური და ეროვნული პრობლემა, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დასახოს მასთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგია.


პრაიდის კვირეულის მოახლოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ისმის კითხვები და ვარაუდები როგორც თემში, ისე საზოგადოებრივ ჯგუფებში იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აქტიურდებიან და გამოიყენებენ ღირსების მარშს ჰომოფობიური სპეკულაციებისა და პოლიტიკური მანიპულაციისთვის.


ინდივიდუალური საფრთხეებისა და მაღალი პოლიტიკური რისკების გამო, სათემო ორგანიზაციებმა როგორც შარშან, ისე - წელს, მივიღეთ 17 მაისს აიდაჰოს საჯაროდ აღნიშვნის გაუქმების გადაწყვეტილება. როცა საჯარო მსვლელობა ეწინააღმდეგება „არ ავნო“ პრინციპს, რომელსაც WISG-ის პოლიტიკაც ეფუძნება, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ აქტებს, რომლის სარგებელი არ არის ცხადი, ზიანი და რისკი კი - დიდია.


ყველაფერ ამის ფონზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თემში არსებული განსხვავებული პოზიციები არ იყოს ინტერპრეტირებული და გამოყენებული თემის წევრთა შორის დაპირისპირებისთვის. ქვიარ თემი არ არის ჰომოგენური მოძრაობა და აქტივისტებს განსხვავებული ხედვები და სტრატეგიები გვაქვს.


ქვიარ აქტივისტებს ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ იმ მეთოდებზე, რომლითაც გვინდა შედეგის მიღწევა. ამასთან, გვაქვს პრივილეგია და პასუხისმგებლობა, ვიყოთ თემის კომუნიკატორები საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობაში. რადგან ნებისმიერი საკითხი, რასაც აქტივისტები ჩვენს დღის წესრიგში ვაყენებთ, აისახება ლგბტი ადამიანების ზოგად მდგომარეობასა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ლგბტი საკითხების მიმართ.


შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნევთ და სრულად ვიზიარებთ თემის ერთი ნაწილის უკმაყოფილებას მასშტაბური აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ საჯარო აქციის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესები (იქნება ეს აიდაჰო თუ ღირსების მარში) მეტ გამჭვირვალობას, თემის წევრთა ჩართულობასა და ლეგიტიმაციას საჭიროებს, რადგან ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, თემის ყველა წევრს ეხება. საჯარო მსვლელობის გამართვას დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ მოდის თანხმობაში ჩვენს ხედვასთან.


მკაცრად მოვუწოდებთ სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მობილიზება უწყვეტ რეჟიმში, და არა მხოლოდ უშუალოდ ღირსების მარშის მსვლელობისას, იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-ნაციონალისტური პოპულისტური და პოლიტიკური ჯგუფები უკვე ღიად ავრცელებენ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველ მიმართვებს.


როგორც სათემო ორგანიზაცია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, გავახმოვანოთ ქვეყანაში მცხოვრებ თემის იმ წევრთა განსხვავებული მოსაზრება, რომლებიც არ ეთანხმებიან საჯარო მსვლელობის გამართვის იდეას“, - წერს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" განცხადებაში.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net