Добавить новость
123ru.net
World News
Май
2019

პრემიერ-მინისტრის მოლოდინია, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" ახლო პერიოდში გაიზრდება

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას კონკრეტული პასუხი არ გაუცია „ევროპული საქართველოს“ შეკითხვისთვის, საოკუპაციო რეჟიმის რამდენი წარმომადგენელი შეიყვანეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში.“


პარლამენტის წევრმა, სერგი კაპანაძემ მამუკა ბახტაძეს უთხრა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღებიდან ერთი წელი გადის და შეახსენა მისი ციტატები, რომ სია გაფართოვდებოდა, დაიხვეწებოდა და მასში მოხვდებოდა ყველა ჯალათი, შემსრულებლებიც და ისინიც, ვინც დანაშაულს ხელი დააფარეს და მათ შორის იქნებოდნენ რუსეთის მოქალაქეებიც.


„რუსეთის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში, კონკრეტულად სახელები და გვარები და რამდენი? და თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? იმიტომ, რომ მთავრობა ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, თუ არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეები შესაყვანი არიან ამ სიაში?“ - ჰკითხა სერგი კაპანაძემ მამუკა ბახტაძეს.


საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხი ყველასთვის პრინციპულია, განსაკუთრებით მისთვის, და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როცა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით მთავრობას დაევალა შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე.


„შევთანხმდით ყველა და უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის რომ სიას ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერავინ ნახავს მის გამოსვლას ვერცერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, სადაც ეს საკითხი არ წამოუწევია.


მამუკა ბახტაძემ დიდი გამარჯვება უწოდა იმას, რომ აშშ-მა რამდენიმე დღის წინ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვვაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი სანქცებისკენ, მსგავსი რეზოლუციები მიიღეს ირლანდიის და კანადის პარლამენტებმა, ლიეტუვამ კი სანქციები უკვე დააწესა.


ბახტაძის შეფასებით, „ეს ყველაფერი ქმნის იმის წინაპირობას, რომ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში სიის იმპლემენტაცია.“


„დიახ, მე გავიმეორებ რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე. ბოლო დღეების განმავლობაშიც მქონდა კონსულტაცია შესაბამის ორგანოებთან და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის. ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რათა ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ სიის იმპლემენტციაში და ამას აუცილებლად მივაღწევთ“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის პასუხი სადრეგრძელოდ შეაფასა შეკითხვის ავტორმა სერგი კაპანაძემ.


„ბატონო პრემიერო, კითხვას პასუხი არ გაეცით. მე არ მიკითხია ჩამოთვლა იმისა, ვინ რა რეზოლუცია მიიღო. კითხვა იყო, რატომ არ შეიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები და ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს“ - მიმართა მამუკა ბახტაძეს სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, ფირზე ჩანს ოთხოზორიას მკვლელობასთან კავშირის მქონე პირები, რომლებიც სიაში არ არიან, კვარაცხელიას მკვლელობის გამო კი სიაში არ არიან რუსული ბაზის ხელმძღვანელები და მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.


„ბატონო სერგი, პარლამენტში მათ შორის თქვენი მონაწილეობით რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეთ, გულისხმობს, რომ ამ სიაში შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. მეორე - ადამიანი რომ იყოს მსჯავრდებული, ან ბრალდებული, რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოქალაქეა, თუ აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი. ასე, რომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ. ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ეს აქვს გაკეთებული უნდა შევიდეს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან კვლავ გაიმეორა, რომ ბრალდების სტანდარტი უნდა იყოს ძალიან მაღალი.


„რატომ, რისთვის გვინდა, რომ პოლიტიკურად გული მოვიფხანოთ და მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს?! ჩვენ ხომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს რეალურ ცხოვრებაში გატარება. ორგანოები მუშაობდნენ, მუშაობენ და უახლოეს მომავალში არის ლეგიტიმური მოლოდინი, მათ შორის იმ ეპიზოდზე, რომელიც დაასახელეთ, მოხდება ამ სიის გაფართოება. იქნება მაღალი სტანდარტი, რომელიც მისცემს ჩვენს მეგობრებს საშუალებას, რომ გაატარონ ეს სანქციები რეალურ ცხოვრებაში“- თქვა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, „სხვანაირად, თუ გულის მოფხანა გვინდა, უბრალოდ ჩავწეროთ და მერე არ მოხდეს არაფერი, ეს კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს.“





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net