ახლადარჩეული მოსამართლეები ფიცს დადებენ
15 საათზე დანიშნული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გაიმართება მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 24 მაისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კონკურსში მონაწილე 69 კანდიდატიდან 43 ვაკანსიაზე 32 მოსამართლე გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლეა, ორი ყოფილი და სამი იუსტიციის სკოლის მსმენელი. 29 მოსამართლე უვადოდ, სამი კი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ვაკანტური დარჩა 11 თანამდებობა.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახდა.
