ავღანეთში ნატოს მისია აღარ ავრცელებს ინფორმაციას, ქვეყნის რა ნაწილს აკონტროლებს მთავრობა
ავღანეთში ნატოს მისიამ შეწყვიტა ინფორმაციის გამოქვეყნება იმის შესახებ, თუ რამდენ რეგიონს აკონტროლებს მთავრობა და რამდენს - თალიბანი.
ნატოს სამხედრო სარდლობის განმარტებით, ეს მონაცემები აღარ არის მიჩნეული მნიშვნელოვნად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის შესახებ 30 აპრილს აშშ-ის კონგრესისათვის გადაცემულ ანგარიშში წერს ავღანეთში რეკონსტრუქციის პროცესის გასაკონტროლებლად შექმნილი მაკონტროლებელი სააგენტო (SIGAR). ეს ამერიკული უწყება 18 წელია არსებობს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა იანვარში აღნიშნეს, რომ „გაურკვევლობა“ არსებობდა მონაცემების დადგენის გარშემო და „გარკვეულწილ სუბიექტურია“ შეფასებები, რომლებსაც მონაცემები ეფუძნება.
SIGAR-ის ხელმძღვანელი ჯონ სოპკო აკრიტიკებს სამხედრო ლიდერებში არსებულ ტენდენციას, მისი აზრით, ნაკლები ღიაობისაკენ.
ქაბულის მთავრობისათვის, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, რთული ამოცანაა თალიბანისა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების თავდასხმების მოგერიება 2014 წელს ავღანეთიდან ნატოს საბრძოლო შენაერთების გასვლის შემდეგ.
იანვრის მონაცემებით, მთავრობა აკონტროლებს ან გავლენას ახდენს ავღანეთის რაიონების 53,8%-ზე მოსახლეობის 63,5 პროცენტით. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი თალიბანის ხელშია, ან მისი თავდასხმების სამიზნე.