საფრანგეთში ისევ გაიმართა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები
საფრანგეთში ზედიზედ 25-ე კვირის ბოლოს შეიკრიბნენ „ყვითელი ჟილეტების“ აქციებზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად.
ქალაქ სტრასბურგში მოხდა პოლიციელებთან შეტაკება, როცა დემონსტრანტებმა ევროპარლამენტთან მიახლოვება სცადეს. ჯერ არაფერს იუწყებიან დაპატიმრების, ან დაშავების შემთხვევებზე.
27 აპრილის დემონსტრაციები გაიმართა ორ დღეში მას შემდეგ, რაც მაკრონმა გააკეთა განცხადება ახალი ზომების, მათ შორის გადასახადების შეკვეცის შესახებ.
საპროტესტო ტალღა აგორდა ნოემბერში, საწვავზე გაზრდილი გადასახადით გამოწვეული უკმაყოფილების გამო. მას შემდეგ აქციები გადაიზარდა, მთლიანად, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ ზოგჯერ ძალადობრივ პროტესტში.
პარიზში დემონსტრანტების მსვლელობამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ისევე როგორც ლიონსა და ბორდოში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, მსვლელობებში მონაწილეობდა 5500-მდე ადამიანი.