კალათბურთელი გოგა ბითაძე ევროლიგაზე ითამაშებს
„ბუდუჩნოსტმა“ გოგა ბითაძე ჟურნალისტებს უკვე წარუდგინა და ახალწვეულს 11-ნომრიანი მაისური გადასცა. ქართველმა კალათბურთელმა კი განაცხადა, რომ ამ გუნდის რიგებში თამაში მისთვის დიდი პატივია და მაქსიმალურად ეცდება, რომ პოდგორიცელებს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.
„ბუდუჩნოსტი“ ევროლიგაზე გამოდის და სამი მოგებით მე-15 ადგილზეა. ადრიატიკის ლიგაზე კი მე-8 პოზიციას იკავებს.
