მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ერთადერთი მტერი, ბიძინა ივანიშვილია
ფილარმონიაში შეკრებულ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მომხრეებს პირდაპირი სკაიპ ჩართვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ხალხი მას სკანდირებით შეხვდა: "მიშა! მიშა".
მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილებსა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლისკენ მოუწოდა: „გენაცვალეთ თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ამ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის, რომელიც მოიპოვეთ. მივესალმები ყველა ჩვენ აქტივისტს, ყველას, ვინც უბნებზე დადიოდა, დაშინებას არ შეუშინდა, უკანასკნელი ფული გამოიტანა სახლიდან, რომ დახმარებოდა ოპოზიციას, დაკარგა სამსახური, დაკარგა პერსპექტივა და დადგა საქართველოს და სიკეთის მხარეს. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. ჩვენ გვაქვს მათი საუკუნოვანი ვალი. რა თქმა უნდა, ქედს ვიხრი გრიგოლ ვაშაძის გამბედაობის წინაშე, მისი ბრძოლისუნარიანობის წინაშე. მივესალმები ხალხის პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს! დღეს ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ხალხი, თითქოს ხალხი გაიყიდა კარტოფილზე, ხალხი გაიყიდა ფულზე, რა შუაშია ხალხი, მათ არჩევნები გააყალბეს.ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ დამნაშავეების ძებნა, რომ ერთმანეთს გადავაბრალოთ რაღაცეები, ეს ივანიშვილის თამაშია. არის მხოლოდ ერთი დამნაშავე, და ეს დამნაშავე არის არა გიორგი ვაშაძე, არა გრიგოლ ვაშაძე, არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ საქართველოს ერთადერთი მტერი, ბიძინა ივანიშვილი".