ზუგდიდში დაჭრილი ყოფილი საჯარო მოხელე რეანიმაციაში რჩება
ბაკურ გულუა ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და თავდამსხმელის ძებნა. სამინისტროში გვითხრეს, რომ მოგვიანებით დაზუსტდება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც გამოძიება წარიმართება. ბაკურ გულუამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2018 წლის თებერვალში დატოვა.
