ISFED-ის ანგარიშში მოხვდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და გულის მოგების სავარაუდო შემთხვევები
„მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს“, - ნათქვამია წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში 21 ნოემბერს გამოაქვეყნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წარმოადგინა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.
