რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის ცენტრალურ მოედანზე უშიშროების ზომები გაძლიერდა, როცა მოსახლეობა ემშვიდობებოდა პოლიტექნიკურ კოლეჯზე თავდასხმის მსხვერპლთ.17 კუბო დახოცილთა ცხედრებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაასვენეს. ცერემონიის ტრანსლაცია ხდებოდა ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის მეშვეობით. პოლიტექნიკურ კოლეჯზე თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. მათგან ოთხს დაასაფლავებენ კრასნოდარის ოლქში, ერთს, ჩელიაბიინსკელ სტუდენტს, სამშობლოში გადაასვენებენ. ერთ-ერთი მოკლული, რწმენით მაჰმადიანი, 18 ოქტომბერს ქერჩში დაასაფლავეს მუსლიმანური წესით. თავდასხმა, გამოძიების ვერსიით, განახორციელა 18 წლის სტუდენტმა, ვლადისლავ როსლიაკოვმა, რომელმაც თავი მოიკლა.