Добавить новость
123ru.net
World News
Октябрь
2018

ავტორიტეტიან რუსულ გამოცემას ემუქრებიან

0
რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს რედაქციამ სამართალდამცავებისგან მოითხოვა მუქარის ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. „ნოვაია გაზეტა“-ს განცხადებით, ამ კვირის ოთხშაბათს, უცნობმა პირებმა რედაქციის შენობასთან დატოვეს სამგლოვიარო გვირგვინი ჟურნალისტ დენის კოროტკოვისადმი მუქარით, ხოლო ხუთშაბათს - კალათა ცხვრის მოჭრილი თავით და წერილით, რომელშიც მთელ რედაქციას ეუქრებიან.


„ცილისწამება ჩვენი დროის საშიში იარაღია. ცილისწამება და „ფეიკები“ იწვევს ომებს, მკვლელობებს და თავდასხმებს საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებზე. ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში გააჩაღეს კამპანია „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ, შესანიშნავად ესმით, რას იწვევს ეს ყველაფერი ისტერიკის და სიძულვილის ატმოსფეროში, რომელმაც რუსეთში უსაზღვრო სიმაღლეს მიაღწია. განსაკუთრებული საზიზღრობაა, როცა „სახალხო აღშფოთების ტალღის“ საფუძველია აშკარა ტყუილი“ - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.


„ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს გამოცემამ გაასაჯაროვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების ვინაობა და ამით მათ ოჯახებს საფრთხე შეუქმნა, სიცრუეა, რადგან მსგავსი პუბლიკაცია არ ყოფილა არც გაზეთში და არც ინტერნეტსაიტზე. „ნოვაია გაზეტა“-ს განცხადებითვე, კარგად იცის, საიდან მომდინარეობს მუქარა და ამის მოთმენას არ აპირებს. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი იარაღი - საჯაროობა და კანონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კანონმა დაგვიცვას“ - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში. მისი  ინფორმაციით, ჟურნალისტი დენის კოროტკოვი, რომელსაც სამგლოვიარო გვირგვინი დაუტოვეს, ჯერ კიდევ გამოცემა „ფონტანკა“-ში მუშაობისას იკვლევდა პრეზიდენტ პუტინის პირად მზარეულად წოდებული ბისზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნეს-იმპერიის და რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას. „ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, დენის კოროტკოვის წინააღმდეგ სიცრუეს ავრცელებს პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ და არაერთხელ დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც, რომლის გამო ჟურნალისტი იძულებული გახდა რუსეთიდან გარკვეული დროით წასულიყო. გამოცემის განცხადებით, დენის კოროტკოვი „ნოვაია გაზეტა“-ში მუშაობს სექტემბრიდან, 15 ოქტომბერს, კი პრიგოჟინთან კავშირის მქონე ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ჟურნალისტი მოხსენიებულია სამშობლოს მოღალატედ  და ტერორიზმის ხელშემყობად.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net