ნოიერტი: აშშ მოუთმენლად ელის დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი
„ათი წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირების, ადამიანების დაღუპვის, გატაცების და სხვა განუკითხაობისა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას და ეკონომიკის განვითარებას“ - განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს მხარდამჭერია.
ნოიერტის თქმით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ერთად მსახურობენ ავღანეთში, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წილი აქვს ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს კანონის უზენაესობის და მთავრობის ანგარიშვალდებულების განმტკიცებისთვის საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა 20 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართა.
