Добавить новость
123ru.net
World News
Август
2018

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების პირობას აყენებს

0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების საკითხი სირიასა და უკრაინაში ისეთი ტიპის დათმობების სანაცვლოდ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შეესაბამება. ამის შესახებ ტრამპმა „Reuters”-თან ინტერვიუში განაცხადა.


ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს დააწესა, ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დასავლეთში განხორციელებული აგრესიის პასუხად. ამ დროისათვის კონგრესში შეტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს შეზღუდვებს რუსეთის მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო. ახალმა სანქციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბანკების სავალუტო ოპერაციებზე, იგეგმება ასევე შეზღუდვების შემოღება ენერგეტიკის სფეროში ტექნოლოგიების ექსპორტზე და სხვა.


ამას გარდა, 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა დიდ ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობისთვის. ახალი სანქციები 22 აგვისტოდან ამოქმედდება. კერძოდ რუსეთში იკრძალება იმ საქონლის შეტანა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სფეროში გამოიყენება.


"Reuters”-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰელსინკიში 16 ივლისს გამართული მოლაპარაკებების მსვლელობისას ამერიკული სანქციების საკითხი თავად პუტინს არ დაუყენებია.


აშშ-ში რუსეთის საელჩომ „დრაკონული“ უწოდა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს დიდ ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობისათვის. 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საელჩო „შეთითხნილს“ უწოდებს ბრალდებას და აცხადებს, რომ არც ვაშინგტონს და არც ლონდონს არ წარმოუდგენიათ მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის მიზნით და ამის გამო ვაშინგტონი რუსეთს უწესებს ახალ სანქციებს, რომლებიც 22 აგვისტოდან ამოქმედდება. თუმცა, უკვე 9 აგვისტოს სავალუტო ბაზარზე სარეკორდოდ, 2016 წლის დონეზე, დაეცა რუსული რუბლის კურსი. რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტლიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net