Добавить новость
123ru.net
World News
Август
2018

შავი ზღვის უნივერსიტეტი: ავტორიზაციის საბჭომ უსამართლოდ შეგვიზღუდა სტუდენტების მიღება

0
თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც იუწყება, რომ ავტორიზაციის საბჭომ მას უსამართლოდ შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით. განცხადების თანახმად, უნივერსიტეტმა აპრილში წარმატებით გაიარა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანელი სპეციალისტი, ენდი გიბსი და შემდეგ, აგვისტოში მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ექვსი წლით  მიენიჭა ავტორიზაცია. თუმცა, "ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა ... ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა" - ვკითხულობთ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ამ ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაადეს, თუმცა შემოსავლების სამსახურმა შემდგომში ეს ყადაღა გააუქმა - რაც საბჭოს არ გაუთვალისწინებია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ  სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში უნივერსიტეტი მზადაა დაფაროს საგადასახადო ჯარიმა და საბჭოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებს.  "800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში" - წერს ადმინისტრაცია და დასძენს: "ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება". უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და ხელისუფლებასაც მიმართავს - "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან".





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net