Добавить новость
123ru.net
World News
Август
2018

კობახიძე: უმრავლესობის ლიდერი მზად არის პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის

0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე. „მე რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა გამართოს ასეთი კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს კონსულტაციები შედგება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოლოდინი გარკვეულწილად პესიმისტურია, რაც გამომდინარეობს მოსამართლეთა გამწესებაში პრეზიდენტის წარსული მონაწილეობიდან. „ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა, ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა, ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. 


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა ნინო გვენეტაძე, რომელმაც მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის აუცილებლობა. გვენეტაძის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net