Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2018

თბილისის მერიამ წარმოადგინა სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტები

0
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია. „ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს“ - განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შედეგად თბილისი საცობებისგან მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს და მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. კახა კალაძის განმარტებით, პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება. თბილისის მერის განცხადებით, დღეს ავტოპარკში სჭარბობს ყვითელი ავტობუსების რაოდენობა, მაგრამ 2019 წლიდან ისინი მთლიანად შეიცვლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით. კალაძის თქმით, თბილისის ავტოპარკის შეცვლას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ დედაქალაქის მთავრობას საქართველოს ცენტრალური მთავრობა დაეხმარება. მერის ინფორმაციით, 2020 წლისთვის იგეგმება ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა. 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.


2021 წლამდე რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე და მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე მოეწყობა ავტობუსის ზოლები, ხოლო 2019-2021 წლებში მეტროს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა. ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.


2018 წლიდან სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს.


2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისის რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა. მიზნად დასახელებულია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა. ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net