Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2018

ადვოკატთა ასოციაცია პასუხობს კრიტიკას სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი ადვოკატისადმი

0
სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება სახაზინო ადვოკატი, ალუდა ბუჩუკური. მან დაცვის სტრატეგია უნდა განსაზღვროს. 22 ივლისს, კობაურის დაცვაზე უარი თქვა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ მალხაზ კობაური არა მკვლელი, არამედ დანაშაულის მოწმეა. მანამდე, 11 ივლისს კობაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თქვა, რომ სმითები მოკლა "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. დავით გირგვლიანს მალხაზ კობაურის დაცვაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ადვოკატის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმითთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული. 


ადვოკატ დავით გირგვლიანის გადაწყვეტილებით საზოგადოებაში გამოწვეული კრიტიკის გამო განცხადება გაავრცელა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. მისი განმარტებით, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, პოზიციების შეუთანხმებლობა, ან მხარეთა შორის ნდობა აღარ არსებობს. „შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ, როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“ - ნათქვამია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში. 


ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. შსს-მ 9 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მ.კ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net