საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა "დროებითი მთავრობის" წევრები დანიშნა
მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში აისახება პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ, ის პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.
